შსს ფონიჭალიდან გატაცებული გოგონას პოვნას ადასტურებს

news
: news თებერვალი 22, 2016 15:00

შსს ფონიჭალიდან გატაცებული გოგონას პოვნას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის სამირა ბაირამოვა, რომელიც 19 თებერვალს, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს ნაპოვნია.

გოგონას პოვნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მამამ გააჟღერა. მისი თქმით, პოლიციისგან აქვს ინფორმაცია, რომ გოგონა ნაპოვნია.

ცნობისთვის, 19 თებერვალს 17 წლის გოგონა ფონიჭალიდან გაიტაცეს, როდესაც მასწავლებლისგან სახლში ბრუნდებოდა. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. ცნობილი ხდება, რომ ის მანქანაში რამდენიმე პირმა ძალით ჩასვა.

გოგონას პოლიცია ოთხი დღის განმავლობაშიო ეძებდა.

news
: news თებერვალი 22, 2016 15:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics