შსს ფონიჭალიდან გატაცებული გოგონას პოვნას ადასტურებს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის სამირა ბაირამოვა, რომელიც 19 თებერვალს, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს ნაპოვნია.

გოგონას პოვნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მამამ გააჟღერა. მისი თქმით, პოლიციისგან აქვს ინფორმაცია, რომ გოგონა ნაპოვნია.

ცნობისთვის, 19 თებერვალს 17 წლის გოგონა ფონიჭალიდან გაიტაცეს, როდესაც მასწავლებლისგან სახლში ბრუნდებოდა. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. ცნობილი ხდება, რომ ის მანქანაში რამდენიმე პირმა ძალით ჩასვა.

გოგონას პოლიცია ოთხი დღის განმავლობაშიო ეძებდა.

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე: კოალიციიდან ჩვენი გარიცხვის უფლება არავის აქვს, ჩვენც არსად ვაპირებთ წასვლას
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოს თავმდჯომარის მოვალეობას გიორგი ებანოიძე შესრულებს