გოგი თოფაძე: კოალიციიდან ჩვენი გარიცხვის უფლება არავის აქვს, ჩვენც არსად ვაპირებთ წასვლას

„მრეწველთა პარტიის“ მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვებაზე კომენტარს გოგი თოფაძე გაზეთ „ასავალ- დასავალთან“ აკეთებს. მრეწველების ლიდერის თქმით არც მისი პარტია და არც თავად კოალიციის დატოვებას არ აპირებენ:
„კოალიციიდან ჩვენი გარიცხვის უფლება არავის აქვს, ჩვენც არსად ვაპირებთ წასვლას. ვთქვი, რომ გასატანი მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სურსათის უვნებლობას ეხება. ამას რომ გავაკეთებ, მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე“- აცხადებს თოფაძე. მისი თქმით მიმდინარე მოვლენები კოალიციის ერთობას საფრთხეს არ უქმნის:

„არა მგონია. ასეთი საფრთხე არსებობდეს. ძმები ბერძენიშვილების და ქალბატონის გარდა ამის თქმას ვერავინ მიბედავს“- აღნიშნა თოფაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: გოგი თოფაძის ადგილი არ არის არც კოალიციაში და არც “მრეწველებში”
შემდეგი სტატიაშსს ფონიჭალიდან გატაცებული გოგონას პოვნას ადასტურებს