თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმდჯომარის მოვალეობას გიორგი ებანოიძე შესრულებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით (12 მომხრე, ერთი წინააღმდეგი) მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გააგრძელებს.

ამავე სხდომაზე დასახელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურები. კენჭისყრის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმდჯომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი ებანოიძეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ამავე კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძეს.

banner
წინა სტატიაშიშსს ფონიჭალიდან გატაცებული გოგონას პოვნას ადასტურებს
შემდეგი სტატია“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა” – საბჭოს წევრი მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე საუბრობს