შერიგების რუსულმა ცენტრმა სირიაში ქიმიური იარაღის კვალი ვერ იპოვა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 10, 2018 19:41

შერიგების რუსულმა ცენტრმა სირიაში ქიმიური იარაღის კვალი ვერ იპოვა

სირიაში შერიგების რუსულმა ცენტრმა აღმოსავლეთ გუტაში ქალაქი დუმა შეამოწმა და იქ ქიმიური იარაღის კვალი ვერ იპოვა – ამის შესახებ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას რუსული “გაზეტა” ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 9 აპრილს მტრულად განწყობილი მხარეების შერიგების ცენტრის ჯგუფმა, სადაც შედიოდნენ რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის და ჯანდაცვის სფეროების თანამშრომლები, სირიის ქალაქი დუმა დაათვალიერეს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესამოწმებლად. სამხედრო ექიმებმა ქალაქის სამედიცინო დაწესებულებები მოინახულეს, სადაც ვერ აღმოაჩინეს პაციენტები, რომელთაც ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ნიშნები ექნებოდა.
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დუმაში არანაირი ქიმიური იარაღი არ გამოუყენებიათ, როგორც “თეთრი ჩაფხურები” ავრცელებენ” – ნათქვამია განცხადებაში. ვიდეოსა და ფოტოებს კი, რომელიც გავრცელდა, ცენტრი “მორიგ ტყუილს” უწოდებს.

მანამდე გავრცელდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპმა განცხადებით თეთრი სახლი სირიაში მომხდარი ქიმიური ნივთიერების გამოყენების გამო საპასუხო ზომებს მალე გადაწყვეტს. “ეს კაცობრიობის საქმეა და ასეთი მოქმედებები დაუშვებელია რუსები არიან ეს, სირიელები თუ ირანელები, მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ ამას დავადგენთ” – თქვა ტრამპმა. აშშ თავის გადაწყვეტილებას ერთ ან ორ დღეში გამოაქვეყნებს. გამორიცხული არ იქნება რეგიონში სამხედრო ჩარევა – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, 9 აპრილს გავრცელდა, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში მდებარე ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო “სერიოზულად შეშფოთებულია”. ორგანიზაცია ფაქტის გამოძიებას აპირებს. კერძოდ, დაკითხავს თვითმხილველებს, შემთხვევის ადგილზე ნიმუშევს აიღებს და შეაგროვებს. ამასთანავე, ორგანიზაციის კომპეტენციაში არ შედის ნივთიერების გამავრცელებელი მხარის დადგენა. სამუშაოს დასრულების შემდეგ შედეგები გადაეცემათ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის მონაწილე ქვეყნებს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 10, 2018 19:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


1,131
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics