პუტინმა ორ ამერიკელ გენერალს ორდენები მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ამერიკელი ასტრონავტისთვის მეგობრობის ორდენის მინიჭების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ორდენები გენერალ-მაიორ ჩარლზ ბოლდენსა და გენერალ-ლეიტენანტ ტომ სტაფორდს რუსეთ-აშშ-ს შორის “თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის” მიენიჭათ

87 წლის ტომ სტაფორდი იმ 24-თაგან ერთ-ერთია, რომლებიც მთვარეზე გაფრინდნენ. ის მონაწილეობდა “ჯემინი-6A” და “ჯემინი-9A”-ში, იყო “აპოლონ-10”-სა და “აპოლონის” ხელმძღვანელი ფრენისას. 71 წლის ჩერლზ ბოლდენი შატლი “დისქავერი STS-31”-ის პილოტი იყო, რომელმაც კოსმოსური ტელესკოპი “ჰაბლი” ორბიტაზე გაიყვანა. ის, ასევე, კვლევით მისიებში მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიშერიგების რუსულმა ცენტრმა სირიაში ქიმიური იარაღის კვალი ვერ იპოვა
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: 200 ლარიდან 100 ლარამდე შეუმცირდათ ერთჯერადი დახმარება I და II ჯგუფის შშმ პირებს