შეიხები ნავთობის მსოფლიო ფასის დაწევას გეგმავენ

ნავთობის მოპოვების ფიქსაციაზე OPEK-ის მიე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც მსოფლიო ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაცია უნდა მოჰყოლოდა, საუდელი არაბები ეწინააღმდეგებიან და ნავთობის მოპოვების გაზრდით იმუქრებიან, რამაც შესაძლებელია უახლოეს ხანში ბაზარზე ნავთობის ფასები ისევ შეამციროს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციის (OPEK) წარმომადგენლები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, საუდელი შეიხების გაღეზიანების მიზეზი ირანის მიერ ნავთობის მოპოვების სერიოზული გაზრდაა, იმ პირობებში, როდესაც OPEK-ის შეთანხმებისამებრ, საუდის არაბეთმა ბოლო თვეებში საკუთარი კვოტის შესაბამისად საგრძნობლად შეამცირა მოპოვება. საუდის არაბეთი ირანის მხრიდან ნავთობ-მოპოვების გაყინვას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ ქვეყანაში მოპოვების 10 მილიონი ბარელიდან, 11-12 მილიონ ბარელამდე ზრდით იმუქრებია, რაც ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემის საფუძველი გახდება.

banner
წინა სტატიაშიერაყის არმიამ მოსული რკალში მოაქცია
შემდეგი სტატია“2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კრემლში დაწერილი სცენარი”