სატვირთოს მძღოლი, რომელმაც ნიცაში ტერაქტი მოაწყო მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია

თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია. ამის შესახებ იფნორმაციას ფრანგული მედია ვარცელებს. ამჟამად სამართალდამცველები მის სახლში ჩხრეკას ატარებენ.

დღეს დილითვე ცნობილი გახდა, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ნიცაში, დღესასწაულზე შეკრებილი ხალხის მასაში შევარდა, პოლიციისთვის ცნობილი იყო. თუმცა არა სადაზვერვო სამსახურებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მამაკაცი სამართალდამცავებისთვის ცნობილი იყო ისეთი დანაშაულების გამო, როგორიცაა ქურდობა და ძალადობა.

„როიტერსის“ცნობითვე, როგორც ფრანგული მედია იტყობინება, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია.

შეგახსენებთ, ტერაქტი ნიცაში გვიან ღამით მოხდა. ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა. ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 84 ადამიანი, დაშავებულია 100. დაშავებულთაგან 18 -ის მდგომარეობა კრიტიკულია, რაც მსხვერპლის გაზრდის საშიშროებას ქმნის.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ის, რომ საქართველოში ასვენია ღვთისმშობლის კვართი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა
შემდეგი სტატიაეროსი კიწმარიშვილის დედა წერილს ავრცელებს