საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის, რომ საქართველოში ასვენია ღვთისმშობლის კვართი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს ყველას.
“პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველა ჩვენგანს, ვიყოთ ღირსი, რომ ვიყოთ ნამდილად საქართველოს შვილები. მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს, განსაკუთრებით სამეგრელოს, ამ უმშვენიერეს კუთხეს და უმშვენიერეს ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. მივდა, ვუსურვო მშვიდობა და მინდა, ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.