საფრანგეთში ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან საეჭვო მანქანის გამო ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან, საეჭვოდ პარკირებული მანქანის გამო, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს – Reuters-ი ავრცელებს. უკვე ცნობილია, რომ მანქანა აღრიცხულია როგორც გატაცებული. ადგილზე სპეცნაზია მობილიზებული და გამნაღმველები მუშაობენ.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უსაფრთხოების გაზრდილი ზომების ფონზე მიმდინარეობს. პრეზიდენტის სავარძლისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის არჩევნებში 12.00 საათისთვის ამომრჩევლების აქტიურობა 28,54%-ია