“სამთავრობო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით ბევრი კითხვები არსებობს” – სალომე სამადაშვილი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 15, 2017 13:32

“სამთავრობო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით ბევრი კითხვები არსებობს” – სალომე სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილის თქმით, სამთავრობო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით სერიოზული შეკითხვები არსებობს.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ცვლილებებით არ დაზიანდეს რომელიმე მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებელი იყო კონკრეტული სამინისტრო.
„სამთავრობო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით კითხვებია. პირველ რიგში, შეკითხვა შეეხება იმას, როგორია საბიუჯეტო გათვლები, რაც ახლავს ამ პაკეტს. როდესაც რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი წარმოგვიდგინეს, არავინ არ გეგმავდა ამ ცვლილებებს. თუ ეს ცვლილება არ ასახეს შესაბამის საბიუჯეტო მუხლებში, არანაირი აზრი ოპტიმიზაციის თვალსაზრისით არ აქვს ამ ცვლილებებს. ასევე გვექნება კონკრეტული კითხვები მინისტრობის ახალ კანდიდატებთან, განსაკუთრებით შსს-ს მინისტრთან დაკავშირებით მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა, ასევე შეკითხვები გვექნება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატთან, რომელიც არ იყო მაინცდამაინც წარმატებული ”საქართველოს რკინიგზაში” და გაუგებარია, რა პრინციპით შეირჩა მის კანდიდატურა. ზოგადად, ვაპირებთ ცვლილებებთან დაკავშირებით სერიოზული შეკითხვები დავსვათ, რადგან, მნიშვნელოვანია, არ დაზიანდეს არც ერთი მიმართულება, მაშინ როდესაც უქმდება კონკრეტული სამინისტროები, რომლებიც პასუხისმგებელი იყო ამა თუ იმ მიმართულებაზე“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 15, 2017 13:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics