ნანუაშვილი კობახიძისგან განმარტებებს ითხოვს

სახალხო დამცველს აინტერესებს რას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც განაცხადა, რომ სახალხო დამცელი პოლიტიკური ფიგურაა. ნანუაშვილი კობახიძისგან განმარტებებს ელოდება.

“ველოდები განმარტებებს თუ რას გულისხმობს ბატონი ირაკლი კონკრეტულად პოლიტიკურ განცხადებებში და იმაში, რომ პოლიტიკური ფიგურაა სახალხო დამცველი. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება. სახალხო დამცველი არ ფიქრობს, რომ რომელიმე მისი გადაწყვეტილება, მისი საქმიანობა იყო პოლიტიკური. პირიქით, სწორედ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი მუშაობდა და ცდილობდა მაქსიმალურად ობიექტური და ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალი ყოფილიყო, რაც მე ვფიქრობ, შევძელით”, – განაცახადა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სად არის ზღვარი?… მიხეილ გიორგაძეს თუ ეხება დღესვე მივმართავ“ – ქანთარია განმარტებებს ითხოვს
შემდეგი სტატია“სამთავრობო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით ბევრი კითხვები არსებობს” – სალომე სამადაშვილი