“სამეფო კარის თამაშების” შემქმნელები ჯონ სნოუზე ცალკე სერიალის გადაღებას აპირებენ

“სამეფო კარის თამაშების” შემქმნელებმა გადაწყვიტეს, სეზონის ფინალის დახურვის შემდეგ გადაიღონ სპინ-ოფფი, სადაც მთავარი გმირი იქნება ჯონ სნოუ კიტ ჰარინგტონის შესრულებით – დღეს Sunday Express-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მსახიობთან მოლაპარაკებები უკვე მიდის, თუმცა მას უფლება არა აქვს დეტალებზე ისაუბროს თავისი პერსონაჟის შესახებ, რომელიც მეხუთე სეზონის დასასრულს მოკვდა. “ნებისმიერი სპინ-ოფფი ჯონ სნოუზე, რომელიც სერიალის თაყვანისმცემლებში ძალიან პოპულარულია, აუცილებლად მოითხოვს სხვა პერსონაჟებსაც”- ამბობს გამოცემასთან პროექტზე მომუშავე ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლის ვინაობაც არ სახელდება. მისი თქმით, “სერიალის ფინალური სეზონი მომავალ წელს დასრულდება და მხოლოდ შემდეგ გადავწყვეტთ მსახიობებიდან ვის სურს შემოგვიერთდეს” – ამბობს ორგანიზატორი.

სერიალი “სამეფო კარის თამაშები” ამერიკელი მწერლის ჯორჯ მარტინის წიგნის მიხედვით არის გადაღებული. შემქმნელები მის 8 სეზონს ვარაუდობენ.

banner
წინა სტატიაშიინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიარუსეთი ატომური განიარაღების საკითხში არასაკმარის ინტერესს იჩენს