სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. შენობაში შესვლამდე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა:
„უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მაიდანზე დახვრეტის საკითხზე დამკითხეს. მალე დამკითხავენ ალბათ ლონდონი-ბომბეის გვირაბის მშენებლობის საქმეზე, რომის იმპერიის დროს ჩადენილ მკვლელობებსა და სხვა ასეთ საკითხებზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალებით, ყველა საკითხზე დაკითხვებზე დამატარებენ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, უკრაინაში არ გახსნილა სამი მთავარი დანაშაული – გიორგი ღონღაძის მკვლელობა, პრეზიდენტ იუშენკოს მოწამვლა და არ გამოძიებულა მაიდანზე ხალხის დახვრეტის საქმე. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომდინარეობს – უკრაინის ხელისუფლებაში კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ კრიმინალთან, ხელისუფლებაში არიან დამნაშავეები, რომლებიც არიან დაინტერესებული, რომ მთავარი დანაშაულები არ იყოს გახსნილი. მთელი სამართალდამცავი სისტემა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მუშაობს, ღონღაძის, იუშენკოსა და მაიდნის საქმეები კი ამ დრომდე გაუხსნელია. მეტიც, მაიდანზე ხალხის დახვრეტის საქმეზე გუშინ მე დამკითხეს, რადგან ბერლუსკონიმ დაუკვეთა ფილმი, სადაც ამბობენ, თითქოს მე ქართველ სნაიპერებს მაიდანზე ხალხის დახვრეტა ვუბრძანე“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2017 წლის 17 დეკემბერს, კიევში, ოქტომბრის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილი მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

banner
წინა სტატიაშიმაია ნიკოლეიშვილი : თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ შესაძლოა სროლის მანძილზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს
შემდეგი სტატიათამარ კეკენაძე : მთავრობა ცდილობს მაჩალიკაშვილის სახელის დისკრედიტაციას ისე, რომ სამართლებრივად ვერ ამტკიცებს მის ტერორიზმში ბრალეულობას