თამარ კეკენაძე : მთავრობა ცდილობს მაჩალიკაშვილის სახელის დისკრედიტაციას ისე, რომ სამართლებრივად ვერ ამტკიცებს მის ტერორიზმში ბრალეულობას

პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, თამარ კეკენაძე სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

კეკენაძეს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
“ვუსამძიმრებ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ის შეძლებდა თავის დაცვას, გადარჩებოდა და გავიგებდით, რეალურად რა მოხდა. სამწუხაროდ, იმდენად დაკარგულია ნდობა, როგორც მთავრობის, ისე სამართალდამცავების მიმართ, რომ არ მაქვს იმედი ამ საქმის ადექვატურად გამოიძიებისა. ადამიანი მოკლულია ტერორიზმის ბრალდებით და ბრალიც კი ვერ წაუყენეს. ეს სპეცოპერაცია ჩატარდა ჩატაევის თემის გადასაფარად და ახალა უკვე ორი კვირაა ვუყურებთ, თუ როგორც ცდილობს მთავრობა მაჩალიკაშვილის სახელის დისკრედიტაციას ისე, რომ სამართლებრივად ვერ ამტკიცებს მის ტერორიზმში ბრალეულობას”- აღნიშნავს ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა
შემდეგი სტატიაზურაბ იდოიძე გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს – პროკურორი