რუსმა სამხედროებმა სოფელ ფლავისმანის მკვიდრი დავით ციცაგი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მკვიდრი დავით ციცაგი დააკავეს. მისი აყვანა ე.წ.საზღვრის სიახლოვეს მოხდა.

დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ციცაგს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და იგი რუსმა სამხედროებმა ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებად ტერიტორიიდან წაიყვანეს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შსს და ადგილობრივი თვითმმართველობა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: მე ვაპირებ ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ
შემდეგი სტატია“ვფიქრობთ, რომ საქართველოს ექნება პოტენციალი, ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთოს”