საოკუპაციო ხაზთან მორიგი გატაცება მოხდა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენიდან რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მკვიდრი, 18 წლის მამაკაცი გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის ე.წ. საზღვართან ახლოს ცხენით გადაადგილდებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “თაიმერ”-ს მამაკაცის გატაცების ფაქტი დაუდასტურეს.