რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსეი მეშკოვის განცხადებით, თურქეთმა მოსკოვს ჩამოგდებული სუ-24-ის გამო კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
“თურქეთის ხელმძღვანელობა იმის ნაცვლად, რომ აგრძელებს რუსეთის სირიაში მოქმედებების გაშავებას… ბოდიშს უნდა იხდიდეს, იხდიდეს მიყენებულ ზარალს და გარანტიას უნდა უნდა იძლეოდეს, რომ მსგავსი მოქმედებები მომავალში არ განხორციელდება” – ამბობს მეშკოვი.
მისი თქმით, რუსულ სამხედრო თვითმფრინავსა და მის ეკიპაჟზე თავდასხვა სერიოზული დანაშაულია, რომელიც შეუძლებელია შესაბამისი შედეგების გარეშე დარჩეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა ადრე განაცხადა, რომ ანკარა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, მაგრამ არ აპირებს რუსეთს ბოდიში მოუხადოს.