საბერძნეთი მზად არის თავისი საემიგრაციო პოლიტიკა დაიცვას

საბერძნეთის მთავრობაში სახელმწიფო პოლიტიკის რაციონალურობაზე ლაპარაკობენ მიგრანტების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან.
კომენტარები დღეს ევროკავშირის სამიტის გახსნამდე გაისმა. სამიტის მთავარი თემა მიგრაციის პრობლემა და ტერორიზმის საშიშროებაა.

საბერძნეთის მიგრაციის მინისტრმა იანნის მუზალასმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და მან უკვე დიდი წვლილი შეიტანა მიგრაციის კრიზისის დარეგულირებაში.
მან ასევე განაცხადა, რომ საბერძნეთი ტექნიკურ დახმარებას საჭიროებს, მათ შორის თითის ანაბეჭდების აპარატებს, ლტოლვილების რეგისტრაციისთვის.
საბერძნეთი აფრიკადან მომავალი ლტოლვილებისთვის ძირითადი დანიშნულების პუნქტია.
ნოემბერში საბერძნეთში ყოველდღიურად 3,5 ათასი მიგრანტი შემოდიოდა.

banner
წინა სტატიაშიგია ნიჟარაძე: ამაზე მძიმე თვე არასდროს მქონია და არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ვინმეს
შემდეგი სტატიარუსეთმა თურქეთს სუ-24-ის გამო კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდა