რომან გოცირიძე წვრილმანი ხულიგნობის მხარდამჭერი ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

gociridze

gociridze„შეიქმნას წვრილმანი ხულიგნობის მხარდამჭერი ფონდი!“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ამასთან, რომან გოცირიძე რიტორიკულად კითხულობს: „რუსეთიდან საქართველოში გეორგიევსკის ლენტებითა და ქართული დროშებით დამშვენებული მანქანები რომ შემოდიან, ნუთუ ვინმე ისეთი გულუბრყვილოა, რომ ეს ცალკეული ტურისტის ინიციატივა ჰგონია? ნურას უკაცრავად! ესაა ორგანიზებული აქცია-პროვოკაცია, როცა უბრალო დამსვენებლები გვევლინებიან რუსეთის იდეოლოგიური ფრონტის ჯარისკაცებად. ეს არის, ასევე, ჩვენი ნერვების გამოცდა, ხელისუფლებისა და ხალხის ლოიალობის გამოცდა. აბა, ერთი გაებედათ უკრაინაში!“

გოცირიძე ამავე სტატუში საზოგადოებას გამოსავალსაც სთავაზობს, თუ როგორ უნდა დააღწიოს თავი ე.წ. გეორგიევსკის ლენტებს:
„მთავრობამ საზღვარზევე უნდა აჰკვეთოს მსგავსი გამოვლინება და შეახსენოს ყველას, რომ საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკის საჯაროდ გამოყენება აკრძალულია. დაურიგოს შემომსვლელებს საცნობარო ბროშურები, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მიტანა ყველა ტურისტამდე.
პუტინის ტურისტ-ჯარისკაცებს უნდა გაეცეს პასუხი საზოგადოებრივი პროტესტით: ყველა მანქანა თუ მოტოციკლი შეღებილი იქნას სათანადო სიმბოლური წარწერით. განსაკუთრებით მოუხდება პუტინის ცნობილ ბრუნვაში ხმარება.
შეიქმნას ”სამოქალაქო კეთილი ხულიგნების” მხარდამჭერი ფონდი და ყველა ასეთი დამრღვევი საკუთარი ფეხით წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე – ვდებ ას ლარს პირველი დაჯარიმებულის სანაცვლოდ. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ შეგიძლიათ მომმართოთ და პირველ ჯარმას მე გადავიხდი.
ვინც ამ პროვოკატორი ტურისტების მიმართ განხორციელებულ ჭკუისსასწავლ ქმედებას ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციის დარღვევად შეაფასებს, მასაც შეესხას ზურგზე გეორგიევსკის ლენტისფერება საღებავი. ამ სახის პირველი ქმედებით წარმოქმნილ ზარალსაც მე ვფარავ!
ყოველი მსგავსი შემთხვევა გადაღებული იქნას მობილურით და განთავსდეს სოციალურ ქსელებში საერთაშორისო რეზონანსის მოსაპოვებლად.
როგორც იტყვიან, მაგალითი გადამდებია. ამით ჩვენ კეთილ მაგალითს მივცემ სხვებს შავი იუმორის ფორმით!
დავიწყოთ!
შენ დაუკა!“

banner
წინა სტატიაშიჩერნოვეცკი პარტიაში დასაქმების მსურველებს იწვევს
შემდეგი სტატიამასშტაბური ხანძარი კანადაში – მიმდინარეობს მთელი ქალაქის ევაკუაცია