ჩერნოვეცკი პარტიაში დასაქმების მსურველებს იწვევს

ლეონიდ ჩერნოვეცკი პარტიაში სამუშაოდ თანამოაზრეებს და გუნდის წევრებს იწვევს. ამის შესახებ ,,თაიმერს” პარტიიდან აცნობეს.
შემოთავაზებული დასაქმების მიმართულებებს შორისაა: აქტივისტები, რომლებიც ქვეყნისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებისთვის ხელმოწერებს შეაგროვებენ, რეგიონული შტაბების ხელმძღვანელები და თანამშრომლები. ყველა მათგანს შეუძლია გახდეს შემდგომში დეპუტატობის კანდიდატი, როგორც პროპორციული ასევე მაჟორიტარული სიით.
„გიწვევთ გახდეთ ჩემი გუნდის წევრი! მე ვეძებ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ბედის მიმართ არ არიან გულგრილნი! სამსახური კარგად ანაზღაურებადი იქნება, ჩვენ თანამშრომლები საქართველოს ყველა რეგიონში გვესაჭიროება, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებშიც!
სამუშაო ყველასთვის საკმარისად არის და თითოეულ მსურველს მისთვის საინტერესო დასაქმებას შევთავაზებთ: ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივებისთვის ხელმოწერების შეგროვება, მუშაობა ოფისში, შტაბებში, რეგიონულ წარმომადგენლობებში, რეგიონული შტაბების ხელმძღვანელობა და სხვა მრავალი!
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე და მიუთითეთ სასურველი სამუშაო ადგილი: listhappypeople@gmail.com

ყველა ერთად ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ!“–განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ფეისბუქის პირად გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიპირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე წვრილმანი ხულიგნობის მხარდამჭერი ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის