მასშტაბური ხანძარი კანადაში – მიმდინარეობს მთელი ქალაქის ევაკუაცია

მასშტაბური ხანძრის გამო კანადაში მთელი ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. ფორტ მაკ მიურეიდან 80 ათასი ადამიანი გაჰყავთ, თუმცა ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ ქალაქიდან გასასვლელი ერთ-ერთი ძირითადი მაგისტრალი, ხანძრის გამო გადაკეტილია.

ევაკუაციის პროცესში ჩართულია ავიაციაც. სავალდებულო ევაკუაციის მიზეზი ტყეში გაჩენილი ცეცხლი გახდა. ალი ქალაქის გარშემო მდებარე ტყის მასივს მოედო. მისი ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე წვრილმანი ხულიგნობის მხარდამჭერი ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატია“ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოსახლეობა წელს ისარგებლებს“