რექს ტილერსონი: ასადის დრო სრულდება

აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს „ერთიანი“ და „გაერთიანებული“ სირია, სადაც ბაშარ ასადს არავითარი როლი არ ექნება.
„ასადის ოჯახის მბრძანებლობის დრო სრულდება. გადასაწყვეტია ერთადერთი საკითხი – როგორ მოხდება ეს.“ განაცხადა აშშ-ს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ტილერსონი, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაეროს სირიის სპეციალურ წარმომადგენელს სტეფან დე მისტურას შეხვდა. ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სირიის მომავალში ასადი არ არის და დაამატა: „აშშ-ს სურს „ერთიანი“ და „გაერთიანებული“ სირია, სადაც ბაშარ ასადს არავითარი როლი არ ექნება. ასადის ოჯახის მბრძანებლობის დრო სრულდება. გადასაწყვეტი ერთადერთი საკითხია – როგორ მოხდება ეს“
ტილერსონის თქმით, სირიაში 6 წლიან შიდა ომში ასადის ძალების შენარჩუნების ერთადერთი მიზეზი, რუსეთის და რეჟიმის მეორე მოკავშირის – ირანს მხარდაჭერაა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში არავინ სცნობს კატალონიის დამოუკიდებლობას
შემდეგი სტატიარისთვის შედგა შროდერისა და ერდოღანის საიდუმლო შეხვედრა თურქეთში?