რისთვის შედგა შროდერისა და ერდოღანის საიდუმლო შეხვედრა თურქეთში?

გერმანული მედიის ცნობით, სექტემბის თვეში თურქეთში, გერმანიის ყოფილი კანცლერი და ამჟმამად უდიდესი რუსული ნავთობ-კომპანიის ,,როსნეფტის,, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გერხარდ შროდერი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ერთმანეთს არაოფიციალურად და საიდუმლოდ შეხვდნენ.
ზუსტად არავინ იცის, თუ რა მიზნებს ემსახურებოდა ზემოაღნიშნული შეხვედრა, თუმცა ცოტა ხნის წინ თურქეთის ციხიდან გერმანელი უფლებადამცველის პეტერ შტოიდტნერის გამოსვლის შემდეგ, სწორედ გერხარ შროდერს მოუხადა მადლობა მისი განთავისუფლების საქმეში შუამავლობისათვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა.
,,მე ძალიან მადლობელი ვარ გერხარდ შროიდერის, მისი შუამავლობის გამო,, განაცხადა გაბრიელმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ შტოიდტნერის განთავისუფლება, იყო თუქრთსა და გერმანიას შორის დაძაბულობის განმუხტვის პირველი ნაბიჯი.

banner
წინა სტატიაშირექს ტილერსონი: ასადის დრო სრულდება
შემდეგი სტატიაერდოღანი ალიევთან და კვრიკაშვილთან ერთად ბაქო-თბილის-ყარსის სარკინიგზო ხაზის პირველი რეისს გახსნის