ქართველი სამხედროები მედლით „დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდნენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 12, 2017 18:47 განახლებულია

ქართველი სამხედროები მედლით „დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდნენ

მნიშვნელოვანი

  • ქართველი სამხედროები მედლით „დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდგორის ბრძოლიდან 996-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა. დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაალ კაპანაძე, ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე.

სხვა სტატიები

ქართველი სამხედროები მედლით „დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდგორის ბრძოლიდან 996-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა. დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაალ კაპანაძე, ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ცერემონია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების, მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსს, მაიორ მალხაზ გოლეთიანს და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის ნაღმტყორცნელთა სექციის I გათვლის მეთაურს, კაპრალ მამუკა ჭონიშვილს უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა.

აღნიშნული ჯილდო თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დააწესა. ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, გამორჩეულ სამხედროს ლიდერობისთვის თავდაცვის სამინისტრო მედალს – „დიდგორის ჯვარი” გადასცემს.
სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2017“, ხალხური სიმღერებითა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. ასევე ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 12, 2017 18:47 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


23,910
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics