რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რვა გენერალი თანამდებობიდან გაანთავისუფლა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სამსახურებიდან პუტინის ბრძანების საფუძველზე დაითხოვეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ორი გენერალი, უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე, სახელმწიფო პროცესუალური კონტროლის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელმძღვანელის მოადგილე, ბაშკირეთის შს მინისტრის მოადგილე და სხვები -წერს რუსული “გაზეტა”.
ამასთანავე, გამოცემა არ აკონკრეტებს, რა დარღვევებზე განთავისუფლდნენ ზემოთაღნიშნული პირები თანამდებობებიდან.