საფრანგეთში უკანონოდ სცნეს ბურკინას ტარების აკრძალვა

საფრანგეთის სახელმწიფო საბჭომ უკანონოდ ცნო ბურკინას ტარების აკრძალვა, რომელიც ნიცასთან მდებარე ქალაქ ვილნევ-ლიუბეს ხელმძღვანელებმა კანონით აკრძალეს – ფრანგული BFMTV იტყობინება.
ადრე საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში ბურკინას ტარებას აკრძალავს.
დღეს ლონდონში საფრანგეთის საელჩოსთან რამდენიმე ათეულმა ქალმა აქცია გამართა – მათ საელჩოსთან რამდენიმე კილოგრამი ქვიშა დაყარეს სანაპიროს იმპროვიზირების მიზნით და ბურკინებით დასხდნენ, რამდენიმე დღის წინ ნიცაში ინგლისურ სანაპიროზე მომხდარი ინციდენტის პროტესტის ნიშნად.
მაშინ შეიარაღებულმა პოლიციელებმა დაახლოებით 50 წლის ქალს, რომელიც ნაპირზე ბურკინათი იწვა, მისი გახდა აიძულეს და ჯარიმა გამოუწერეს.
ბურკინას ტარება საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის ხელისუფლებამ, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ადგილობრივი განკარგულებით აკრძალა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა რვა გენერალი გაანთავისუფლა
შემდეგი სტატიასასამართლომ შაქრო მალადოის დაცვის ექვსი წევრი დააპატიმრა