პროკურატურა: ხადარკოვსკის მიერ რევოლუციისკენ მოწოდება ექსტრემიზმის ნიშანია

ხადარკოვსკის მიერ პრეს-კონფერენციაზე გამოთქმულმა მოსაზრებამ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მშვიდობიან რევოლუციას საჭიროებს, რუსეთის გენპროკურატურის განცხადებით “ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალით შეცვლისკენ მოწოდების ნიშნებს შეიცავს”.
მასალები, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, ექსტრემიზმის ნიშნებს შეიცავს, საგამოძიებო კომიტეტში გადაიგზავნა. გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის მოადგილემ ვლადიმირ ვალინოვსკიმ მიიღო.
რამდენიმე დღის წინ იუკოსის ექს-ხელმძღვანელი პროკურატურაში მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დაიბარეს.
ხადარკოვსკმა განაცხადა, რომ პროკურატურასთან და სასამართლოსთან არ აპირებს არანაირი ტიპის თანამშრომლობას.

banner
წინა სტატიაშირუსეთი, საქართველოს თავდაცვას ,,სარაფანის რადიოზე,, დაყრდნობაში ადანაშაულებს…
შემდეგი სტატიასათბურას გაბერვაში ქართველი რეკორდსმენი მოსკოვში ქურდობაზე დააკავეს