რუსეთი, საქართველოს თავდაცვას ,,სარაფანის რადიოზე,, დაყრდნობაში ადანაშაულებს…

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს და საქართველოს ხელისუფლებას ,,სარაფანის რადიოზე,, დაყრდნობაში ადანაშაულებს…

,,შემთხვევითი არაა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრალდება, ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მიახლოებითაც არ ასახელებდა საჰაერო სივრცის დარღვევის  ადგილს,, განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკომ, რომელმაც ქართულ მხარეს მოუწოდა, რომ მანამ, სანამ ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებს, დაეყრდნოს ობიექტური კონტროლის მონაცემებს, კერძოდ რადიოლოკაციურ სისტემას.

იგორ კონაშენკოს განცხადებით, რუსულ სამხედრო ვერტმფრენებს, გასული დღის მანძილზე საერთოდ არ განუხორციელებიათ ფრენა საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე და ქართულმა მხარემ, მერეთი-ზარდიანთკართან საჰაერო სივრცის დამრღვევ ,,მოჩვენება,, რუსულ ვერტმფრენზე ,,სარაფანის რადიოდან,, გაიგო...

შეგახსენებთ, რომ ,,სარაფანის რადიოში,, იგულისხმება არაფორმალური, ზეპირი გადაცემა ინფორმაციისა, ჭორი... და ეს ტერმინი, რადიოს გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე არსებულ ინფორმაციის გადაცემის უცნაურ მეთოდს ეფუძნება, რომლის დროსაც გოგონა სარას, ჩააცმევდნენ სარაფანის კაბას, რომელზეც გარკვეული ინფორმაციები იყო დაწერილი… გოგონას ევალებდა, რომ სხვადასხვა მისამართებზე მისულიყო და ხალხისთვის ეჩვენებინა კაბაზე დაწერილი ,,მესიჯები,,

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშითურქეთი სირიის საზღვარზე კედელს აშენებს
შემდეგი სტატიაპროკურატურა: ხადარკოვსკის მიერ რევოლუციისკენ მოწოდება ექსტრემიზმის ნიშანია