„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაზე პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობს

განხილული იქნება ყველა ის შესაძლო სცენარი, რომელიც ადეკვატურ პასუხს მოითხოვს უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მელიქიშვილმა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მელიქიშვილმა აღნიშნა, პარტიის სამოქმედო გეგმა მხოლოდ სხდომის დასრულების შემდეგ გაჟღერდება.

“ნაციონალური მოძრაობა” ბოლო დღეების განმავლობაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. საგანგებოდ მოვიწვიეთ მმართველი პოლიტიკური საბჭო, რათა საბოლოოდ შევჯერდეთ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც შესაძლებელი იქნება, რომ გადაიდგას ჩვენი მხრიდან იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც გაჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოლიგარქმა დააკავა. განხილული იქნება ყველა ის შესაძლო სცენარი, რომელიც ადეკვატურ პასუხს მოითხოვს უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან”, – განაცხადა მელიქიშვილმა.

მისივე თქმით, ბრძოლა, რომელშიც ჩართულია მიხეილ სააკაშვილი მთელ რეგიონს ეხება. “მიხეილ სააკაშვილი ძალზედ დიდ ბრძოლაშია კორუფციის, ოლიგარქების წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ეხება მთელს რეგიონს. დიდი ყურადღებაა მთელი მსოფლიოს მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით გამახვილებული. ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია, გამოწვევა მეტ-ნაკლებად იზრდება. ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი არის სწორედ ის, რომ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგას “ნაციონალური მოძრაობის მხრიდან”, – დასძინა მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის პრესმდივანი ისეთივე ბრიყვია, როგორც მისი ხელმძღვანელი – დავით საყვარელიძე
შემდეგი სტატიაუკრაინელმა დეპუტატებმა სააკაშვილს იზოლატორში ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები მიუტანეს