პროკურატურის პრესმდივანი ისეთივე ბრიყვია, როგორც მისი ხელმძღვანელი – დავით საყვარელიძე

„პროკურატურის პრესმდივანი ისეთივე ბრიყვია, როგორც მისი ხელმძღვანელი,“ – ასე აფასებს უკრაინის პარტია ახალი ძალების მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით საყვარელიძე, უკრაინის პროკურატურის პრესმდივნის განცხადებას.

დავით საყვარელიძე პროკურატურის თანამშრომლებს პოლიტიკური განცხადებების გამო აკრიტიკებს. საყვარელიძის თქმით, პრესმდივნის განცხადებების მიუხედავად, სააკაშვილის მხარდამჭერები მაინც გამოვა აქციაზე.

„გააკეთონ მეტი სიბრიყვე, ჩვენ ეს გვაწყობს. ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ეს არის გამარჯვება იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ხაზგასმა იმის, რომ ამ კაცის ნამდვილად ეშინიათ და ეს კაცი არის ერთადერთი რეალური საფრთხე, რომელსაც ოლიგარქები გრძნობენ,“ – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო პრესა აქტიურად ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს.

ხვალ უკრაინაში მაშტაბური აქცია იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს – გიორგი ვოლსკი
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაზე პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობს