უკრაინელმა დეპუტატებმა სააკაშვილს იზოლატორში ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები მიუტანეს

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

უკრაინის რადას დეპუტატებმა იური დერევიანკომ და პაველ ბოგომაზოვმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დროებითი დაკავების იზოლატორში ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები მიუტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NEWSONE ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაზე პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობს
შემდეგი სტატიაარჩილ კბილაშვილი 2013 წელს აჰმედ ჩატაევის გირაოთი გათავისუფლებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს