ფხენიანი აშშ-ს და სამხრეთ კორეას ატომური დარტყმით ისევ დაემუქრა

ჩრდილოეთ კორეა მხად არის აშშ-ს და სამხრეთ კორეას, რომლებიც სამხედრო წვრთნებ Ulji Freedom Guardian-ში მონაწილეობენ, ატომური ბომბი დაარტყას – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის გენშტაბმა დღეს გაავრცელა.

“მათ, ვინც იარაღს აჟღარუნებს, უნდა იცოდნენ, რომ თუკი ისინი ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების მიმართ აგრესიის მცირეოდენ ნიშანს მაინც გაუკეთებენ დემონსტრირებას, ეს პროვოკაციების ციხე-სიმაგრეს მთელ რიგ ფერფლად გადააქცევს, რომელსაც კორეის ატომური ბომბი გამოიწვევს” – განაცხადა გენშტაბმა.

ანალოგიური განცხადება ერთი კვირის წინ, 14 აგვისტოსაც გავრცელდა. ფხენიანმა მაშინ შეერთებულ შტატებზე ატომური იარაღის გაშვების მზაობაზე თქვა. “კორეის სახალხო არმიის ოპერატიული ქვედანაყოფი მზად არის მტერზე შეუბრალებელი თავდასხმა განახორციელოს მისი მხრიდან მცირეოდენი პროვოკაციის შემთხვევაში” – ეწერა ერთი კვირის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს, ვისი დაკვეთით უნდა განხორციელებულიყო ტერაქტი
შემდეგი სტატიანატოს მთავარსარდალი თურქეთში ჩავიდა