კახი კალაძე: დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს, ვისი დაკვეთით უნდა განხორციელებულიყო ტერაქტი

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე სუს-ს ტერაქტის მზადების აღკვეთისთვის მადლობას უხდის.

როგორც კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

„მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს მართლაც მძიმე ფაქტი აღკვეთა. სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნლეოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაბამისი სამსახურები და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, გამოძიება გაგრძელდება და აუცილებლად დადგინდება, თუ ვის მიერ იყო ეს დაკვეთა განხორციელებული“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბანგკოკის პოლიციამ პოკემონებზე მონადირეების დაკავება დაიწყო
შემდეგი სტატიაფხენიანი აშშ-ს და სამხრეთ კორეას ატომური დარტყმით ისევ დაემუქრა