ფინეთის პრეზიდენტმა ნატოში გაწევრიანების პირობები წამოაყენა

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ნატოში გაერთიანების პირობები წამოაყენა – ამის შესახებ შვედური გაზეთი Dagens Nyheter დღეს წერს. „ჩვენ უარს ვერ ვიტყვით ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობაზე. ეს სერიოზული შეცდომა იქნებოდა, რადგანაც საუბარია უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ახლა ჩვენ დაკავებული ვართ ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუკი დავინახავთ იმას, რომ უსაფრთხოების კუთხით რთულდება მდგომარეობა, ჩვენ წევრობაზე გავაკეთებთ განცხადებას“ – განაცხადა ფინეთის ლიდერმა. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ფინეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხი საყოველთაო რეფერენდუმის განხილვის საგანი უნდა გახდეს.

banner
წინა სტატიაშიგაერო „ისლამურ სახელმწიფოს“ იეზიდების გენოციდში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“იგეგმებოდა “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრის წინა საარჩევნო პიარკამპანიის ჩემს მიერ ორგანიზება”