პეტერბურგში მეტროში აფეთქების მომწყობის თანამზრახველები დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ადამიანები, რომლებიც ეკონტაქტებოდნენ და ურთიერთობა ჰქონდათ სავარაუდო თვითმკვლელ აკბარჯონ ჯალილოვთან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ქალაქის მეტროში აფეთქებები მოაწყო. გამოძიების პროცესში დადგინდა რამდენიმე ადამიანი, რომელთა საცხოვრებელ ფართში ჩხრეკის ჩატარებისას სხვადასხვა ნივთები იქნა ამოღებული.
პეტერბურგის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი ნივთიერება გააუვნებელყვეს – ჯერჯერობით ფაქტზე სხვა დეტალები არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ პეტერბურგის ორ მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებას 14 ადამიანი შეეწირა და 51 დაშავდა.

banner
წინა სტატიაშითეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო
შემდეგი სტატიამე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრია