თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა.

დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება.

დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

banner
წინა სტატიაშიგურამ რჩეულიშვილმა გლდანის ციხე დატოვა
შემდეგი სტატიაპეტერბურგში მეტროში აფეთქების მომწყობის თანამზრახველები დააკავეს