პეტერბურგის ტერაქტის მსხვერპლთ 50 მილიონი რუბლი გამოუყვეს

რუსეთის პრემიერ-მინსიტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც პეტერბურგის ტერაქტში დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 50 მილიონი რუბლი (890 ათასი დოლარი) გამოეყოთ. გარდა ამისა, პეტერბურგის მთავრობას რეკომენდაცია მიეცა, რომ დამატებითი თანხები გადაეხადოთ ტერაქტის დროს დაზარალებულებს. ასევე, მედვედევის განკარგულებით, დაღუპულთა დასაფლავების ხარჯებს მთავრობა იღებს საკუთარ თავზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებას გუშინ სანქტ-პეტერბურგში მომხდარ ტერაქტზე ოფიციალური ვერსია ჯერ არ გამოუქვეყნებია. შემთხვევის გამო რუსეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთმა ბაშარ ასადის ბიძის ანგარიში და ქონება დააყადაღა
შემდეგი სტატიააშშ-მ იდლიბის ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებლობა სირიის მთავრობას დააკისრა