opel-ის და Chevrolet-ის რუსეთიდან წასვლამ ამ ბრენდების უკრაინელ კლიენტებსაც გაუჩინა საფიქრალი. როგორც ფირმების რეგიონალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ოპელი არა მხოლოდ დარჩება უკრაინაში, არამედ გაძლიერებასაც აპირებს.
„ჩვენ ოპელის უკრაინაში დისტრიბიციის სისტემა შევცვალეთ და გადავწყვიტეთ გაყიდვების სისტემა პირდაპირ დამოუკიდებელი დილერებით განვავითაროთ. გაყიდვენის მსგავსი სისტემა ოპელს უკვე ქონდა 2003 წელს უკრაინაში. ჩვენი აზრით, ეს დილერების დამოუკიდებელ კონკურენციას შეუწყობს ხელს, რაც საბოლოო ჯამში ბრენდის უკრაინაში პოპურარიზაციას გაზრდის. ჩვენ უკრაინასთან მიმართებაში დიდი გეგმები გვაქვს“ – ამბობს რეგიონალური განვითარების მენეჯერი როი ნაიგრადი.