უკრაინაში მშვიდობის იმიტაცია ჩაშლის ზღვარზეა

მიუხედავად 15 თებერვალს მინსკში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისა, უკრაინის აღმოსავლეთით რამდენიმე რეგიონში, გასული დღეების მანძილზე შეტაკებები მწვავე ფორმებში გნახლდა… საქმე იქამდეც მივიდა, რომ საბრძოლო მოქმედებებში ,,გრადებიც,, ჩართეს…

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეირაღებული ძალების პრესსამსახურის ცნობით, სეპარატისტების მხრიდან სამშვიდობო შეთანხმება 44 ჯერ დაირღვა… შედეგად კი უკრაინელთა მხრიდან 2 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 7 დაიჭრა. 4 დაჭრილზე ავრცელებენ ინფორმაციას სეპარატისტების საინფორმაციო წყაროები.

გააფრთებული ბრძოლები გასული დღე-ღამის მანძილზე მიმდინარეობდა დონეცკის აეროპორტისა და მარიუპოლის მიმართულებით. სეპარატისტების მხრიდან 2 ჯერ განხორციელდა შეტევა დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ ოპიტნოეზე, აცხადებს უკრაინული მედია.

banner
წინა სტატიაშიOpel რუსეთიდან წასვლის შემდეგ საკუთარ ბაზარს უკრაინაში გააძლიერებს
შემდეგი სტატიაჯენიფერ ლოპესის ,,Feel The Light,, და 6 მეტრიანი ელექტრო კაბა (ვიდეო)