ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განაღმვითი სამუშაოები დაიწყეს

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცენტრ “ლიდერის” პიროტექნიკოსები და კინოლოგები ჩავიდნენ, რომლებიც ტერიტორიის განაღმვით სამუშაოებს ჩაატარებენ.

ოკუპირებული ცხინვალის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროს სერგეი სანაკოევის განცხადებით, განაღმვითი სამუშაოები დაახლოებით, 70 ჰექტრამდე მიწის ფართობზე ჩატარდება.

“რუსი სპეციალისტები ცხინვალის აღმოსავლეთით, სოფლებში ფრისსა და ერედში, დაახლოებით, 70 ჰექტრამდე მიწის ფართობს გაწმინდავენ იმ საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერებების ნარჩენებისგან, რომლებიც ტერიტორიაზე 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დარჩა.

ეს ჯერ პირველი ეტაპია, წინ დიდი სამუშაოა, რისი დასრულების შემდეგაც, გაწმენდილ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სრული კომპლექსი ჩატარდება”, – განაცხადა სანაკოევმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია : ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა კარნეგის ცეტნრში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა