ნიკა მელია : ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება.

ამის შესახებ ნიკა მელიამ, ბოტანიკურ ბაღთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე განმარტება ენერგეტიკის მინისტრთან ერთად დედაქალაქის მერმაც უნდა გააკეთოს.

მელიას ინფორმაციითვე, ბოტანიკურ ბაღში იგეგმება ასევე კაშხლის მშენელობა.
“შპს “წავკისი ველი”, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, რეალურად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს. მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ჩვენ 20 ჰექტარის მითვისებას ვაპროტესტებდით, კალაძე და ივანიშვილი თურმე ახალ გეგმას ამუშავებდნენ”- აღნიშნა მელიამ.
მისი თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში ივანიშვილის რეზიდენციას და ტელეკომპანია GDS-ს ელექტროენერგიის მომარაგების უფასო წყარო ექნებათ.

 

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განაღმვითი სამუშაოები დაიწყეს