ობამამ ამერიკელ ჯარისკაცებს ავღანეთში დარჩენა უბრძანა

ობამამ ამერიკელ ჯარისკაცებს ავღანეთში დარჩენა უბრძანა

8ამერიკელი ჯარისკაცების ავღანეთიდან გამოყვანის ტემპი შენელდება – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა თეთრ სახლში გამოსვლისას – წერს Reuters-ი.
“ავღანეთში უსაფრთხოების სიტუაცია საგანგაშოა. ტალიბანი ისევ საშიშროებას წარმოადგენს და დღემდე ისინი ახალ ტერიტორიებს იპყრობენ” – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა საკუთარი გადაწყვეტილების კომენტირებისას.
გეგმის მიხედვით, 2017 წლისათვის აშშ-ს ჯარისკაცების კონტიგენტი არ შემცირდება 5,5 ათასი ერთეულით, ისე, როგორც ადრე იყო დაგეგმილი, და ისევ 8,4 ათასი დარჩება.
ამასთანავე, ამერკელი ჯარისკაცების როლი უცვლელი იქნება – ისინი ძალოვანებს მოამზადებენ და სამხედრო ოპერაციების წარმოების საკითხში კონსულტაციებს გაუწევენ ავღანელებს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მესს თითქმის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიამკვლელობა ცივი იარაღით – დაღუპულია 24 წლის ბიჭი