სასამართლომ მესს თითქმის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ მესს თითქმის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

mesi“ბარსელონას” ფეხბურთელს, ლიონელ მესს სასამართლომ 21 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გადასახადების გადაუხდელობის გამო. ამასთანავე, სასამართლომ მესის მამასაც მიუსაჯა, რომელიც იმავე საქმის ფიგურანტი იყო. გარდა ამისა, ფეხბურთელმა დაახლოებით 2 მილიონი ევრო ჯარიმა უნდა გადაიხადოს, მამამისმა კი – 1,5 მილიონი ევრო.

ორივე მსჯავრდებული გადასახადებისაგან თავის არიდების სამი პუნქტით აღიარეს დამნაშავედ. ამასთანავე, მესი, ამ მამამისი სავარაუდოდ, ციხეში არ მოხვდებიან, რადგანაც, ესპანური კანონების მიხედვით, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელით იცვლება – “ბიბისი” წერს.
მესს და მის მამას უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გეგეშიძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
შემდეგი სტატიაობამამ ამერიკელ ჯარისკაცებს ავღანეთში დარჩენა უბრძანა