ნორვეგია მსოფლიოში პირველად საზღვაო გვირაბს გაიყვანს

ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საზღვაო გვირაბს გაიყვანს. გვირაბის სიგრძე 1,7 კილომეტრი იქნება, სიგანე – 36 მეტრი. “მთავრობა ახლა ყველაზე უსაფრთხო და საიმედო გზებზე მუშაობს ნორვეგიის სანაპიროების გარშემო” – ტრანსპორტის მინისტრმა კეტილ სოლვიკ-ოლსენმა განაცხადა.
მსგავსი გვირაბები პატარა მდინარის გემებისთვის არსებობს მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში, მაგალითად, საფრანგეთის სამხრეთით, ლანგედოკის არხში. სტადის ნახევარკუნძულის გავლით დაგეგმილი გვირაბი ზღვაში პირველი იქნება და მას სატვირთო და სამგზავრო გამშვები პუნქტის ფუნქცია ექნება. თავდაპირველად გვირაბი სამგზავრო გემებს მოემსახურება. იმ გემების გაშვება, რომელთა სიგრძე 70 მეტრზე ნაკლებია, უფასო იქნება – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიაშშ განიხილავს სირიაში სამხედრო მოქმედებების ვარიანტებს
შემდეგი სტატიაკონგრესმენმა ნუნესმა უარი თქვა ტრამპის რუსული კავშირების გამოძიებაზე