კონგრესმენმა ნუნესმა უარი თქვა ტრამპის რუსული კავშირების გამოძიებაზე

აშშ-ს დაზვერვის საქმეების კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარემ დევინ ნუნესმა განაცხადა, რომ კომისიის თავმჯდომარეობიდან დროებით გადადგება, სანამ კომისია დონალდ ტრამპის შესაძლო რუსულ კავშირებზე მუშაობს. ნუნესის თქმით, ასეთი ნაბიჯი იმან გამოიწვია, რომ აშშ-ს კონგრესის ეთიკის კომიტეტმა მას ბრალი წაუყენა, რომელსაც “მცდარს” უწოდებს.
ადრე კონგრესმენების ნაწილი ნუნესს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ის ტრამპის ინტერესებოდან გამომდინარე მოქმედებდა და პირველ რიგში მას აძლევდა ინფორმაციას და არა კონგრესის წევრებს.

banner
წინა სტატიაშინორვეგია მსოფლიოში პირველად საზღვაო გვირაბს გაიყვანს
შემდეგი სტატია(video) „9 ოქტომბრის შუადღიდან, არ უნდა დაგვეწყო არჩევნების გამაპრავებელი რიტორიკა” – ზაზა ბიბილაშვილი