მუამმარ კადაფის შვილი გაიტაცეს

ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამმარა კადაფის შვილი ჰანიბალი ლიბანში შეიარაღებული პირების მიერ იქნა გატაცებული. ის რამდენიმე საათის შემდეგ ქალაქ ბაალბეკში გაანთავისუფლეს, რომელიც ბეირუთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
კერძო ლიბიურმა ტელეკომპანია “ალ-ჯადიდმა” გაავრცელა ჰარიბალ კადაფის მიმართვის ვიდეო, სადაც ის ყველას მოუწოდებდა ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ღვთისმსახურ მუსა სადრას გაქრობას ეხებოდა, მისთვსი გაევრცელებინათ. ამასთანავე, მას სახეზე ცემის კვალი ეტყობოდა.

მუსა სარდი შიიტების ლიდერია და ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვთისმსახური მე-20 საუკუნეში. ის ლიბიაში 1978 წელს ჩავიდა და გაქრა.
მუამმარ კადაფი უარყოფდა, რომ მას ამ გაქრობასთან რაიმე სახის კავშირი ქონდა, თუმცა, ზუსტად მას ადანაშაულებდნენ ღვთისმსარურის და მისი ორი თანაშემწის გაქრობას.

banner
წინა სტატიაშითბილისში ხვალ ჩინეთიდან წამოსული პირველი მატარებელი შემოვა
შემდეგი სტატიასირიაში ირანი წყვეტს სამხედრო თანამშრომლობას რუსეთთან