სირიაში ირანი წყვეტს სამხედრო თანამშრომლობას რუსეთთან

ირანი

nejadi-iran-2ირანმა დაიწყო თავისი ელიტური ჯარების „ისლამური რევოლუციის დარაჯების“ გამოყვანა საომარი კამპანიიდან, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, იტყობინება ბლუმბერგი.
ორი თვის წინათ, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთ-ირანის კავშირს ირონიულად „ორთა კოალიცია“ უწოდა. დღეს ეს კოალიცია დაშლის პირას არის.
რუსეთ-ირანის სამხედრო კავშირის დაშლის სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს დიდი დანაკარგები ისლამური რევოლუციის რიგებში. ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, ალეპოსთან ბრძოლებში დაიჭრა, შეიძლება მოკლეს, ირანის ჯარის ლეგენდარული გენერალ-მაიორი სულეიმანი.
სავარაუდოდ, ამის გამო გუშინ, 11 დეკემბერს, სასწრაფოდ შედგა რუსეთის თავდაცვის საგანგებო და გაფართოებული თათბირი, სადაც უკიდურესად მკაცრი განცხადებები გაკეთდა. შესაძლოა, ამით არის გამოწვეული პუტინის მინიშნება სირიაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რომელიც ამ კვირას გაჟღერდა.
სირიაში (2011-2014) ამერიკის ყოფილი ელჩის რობერტ ფორდის ვარაუდით, ირანის გადაწყვეტილება გარკვეულწილად გამოიწვია ეკონომიკურმა სიტუაციამ, ვინაიდან ასადის მხარდაჭერას ძალზე დიდი თანხები სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიმუამმარ კადაფის შვილი გაიტაცეს
შემდეგი სტატიარუსეთი ნატოში მისიას ამცირებს