მოსკოვში ქართველი “კანონიერი ქურდი” გია „წყალტუბსკი“ დააკავეს

“კანონიერი ქურდი” გია ცხადაძე, იგივე გია „წყალტუბსკი“, მოსკოვში ყალბი დოკუმენტებით დააკავეს. დაკითხვის ვიდეო დღეს რუსულმა არხმა “360” გაავრცელა.
“წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულებრივ სამყაროში აქტიურად მოქმედებდა. ის დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად ბინებს ქურდავდა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს ჩაიდიოდა” – ნათქვამია რუსეთის შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცხადაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიანობელის პრემია მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტმა მიიღო