ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტმა მიიღო

2016 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტს ხუან მანუელ სანტოსს მიენიჭა. ჯილდო ნახევარსაუკუნოვანი ომის დასრულებაში ძალისხმევისთვის მიაკუთვნეს – დღეს ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გაავრცელა.
როგორც გადაწყვეტილებაში წერია, სანტოსმა ინიცირება გაუწია მოლაპარაკებებს, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, ის ასევე ანვითარებდა მშვიდობიან პროცესებს.

კოლუმბიაში მემარჯვენე ამბოხებულები, რომლებიც თავიდან ადგილობრივი კომუნისტური პარტიის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდნენ, კოლუმბიის მთავრობას 1964 წლიდან ებრძვიან. კონფლიქტში 220 ათასი ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი ლტოლვილი გახდა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ქართველი “კანონიერი ქურდი” გია „წყალტუბსკი“ დააკავეს
შემდეგი სტატიალავროვმა ალეპოში გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე განაცხადა